
საყარელიძე: საქმე იმდენად სასაცილოა რომ საშიში და ხმამაღალი სახელწოდება მოიფიქრეს
17:20:07     21-05-2013
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით საყვარელიძე, პარტიის გენერალური მდივნისა და კახეთის გუბერნატორის დაკავების ფაქტს ეხმაურება.
„ადამიანის და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული"... ორი განსაკუთრებით საშიში ბოროტმოქმედი დაიჭირა ბატონმა ბიძინამ. საქმე იმდენად სასაცილოა რომ საშიში და ხმამაღალი სახელწოდება მოიფიქრეს...
რამდენი პოლიტიკური ოპონენტი უნდა დააკავოთ და რამდენი ხნით? ამით, პირიქით, გვაძლიერებთ“, - წერს საყვარელიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.