![ამნისტირებული პატიმრის მიერ კიდევ ერთი გაუპატიურებული - ამჯერად ხელვაჩაურში ამნისტირებული პატიმრის მიერ კიდევ ერთი გაუპატიურებული - ამჯერად ხელვაჩაურში](http://presa.ge/img/multimedia/a24733.jpg)
ამნისტირებული პატიმრის მიერ კიდევ ერთი გაუპატიურებული - ამჯერად ხელვაჩაურში
12:38:44     20-05-2013
ბესელია-კაკაბაძის მიერ ამნისტიით გათავისუფლებული კრიმინალები ამაზრზენ დანაშაულში არიან ეჭვმიტანილნი. საგანგაშო ნიშნულს აღწევს ყოფილი პატიმრების მიერ ჩადებილი კრიმინალური ფაქტები. ძარცვის და ყაჩაღობის პარალელურად იმატა მოზარდთა გაუპატიურებამაც.
15 მაისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ე.წ "მესამე გოროდოკის" დასახლებაში 17 წლის მოზარდი ყოფილმა პატიმარმა გააუპატიურა.
„ტვ 25“-ის ინფორმაციით, შემთხვევა ღამის 11ის ნახევარზე მოხდა. მოზარდი ეჭვმიტანილმა სახლიდან მოტყუებით გამოიყვანა და კორპუსიდან მოშორებით ავტოფარეხების უკან გაიყვანა. დაზარალებულს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება და ძალადობის კვალი აღენიშნება, ის დედამ მეზობლების დახმარებით რამდენიმესაათიანი ძებნის შედეგად სწორედ ავტოფარეხის უკან იპოვა.
ცნობილია, რომ ეჭვმიტანილი, ყაჩაღობის ბრალდებით იხდიდა სასჯელას. საქმეს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ გამომძიებელი არჩილ სურმანიძე იძიებს. გამოძიება 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ ეს მესამე მეორე შემთხვევაა, როცა ბესელია-კაკაბაძის მიერ ამნისტირებულმა პატიმარმა მოზარდი გააუპატიურა. რამდენიმე კვირის წინ, კიდევ ერთი საზარელი დანაშაული მოხდა. ყოფილი პატიმარი, 10 წლის ბიჭის გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი. ეს ამაზრზენი ფაქტი გურჯაანში მოხდა. ამნისტირებულმა პატიმარმა გააუპატიურა 20 წლის გოგონა ქალაქ გორშიც...
გურჯაანის რაიონული პროკურორი ლევან ღვედაშვილის ინფორმაციით, საქმეში 30 წლამდე მამაკაცი ფიგურირებს, რომელიც ნასამართლევია, ის პატიმრობიდან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მასობრივი ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა.
აღნიშნულ საქმეზე პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 138-ე მუხლით არის აღძრული რაც გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კავშირის დამყარებას გულისხმობს და 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გურჯაანელი დაზარალებული ბიჭის მსგავსად, სამართლის აღსრულებას ითხოვს 20 წლის გოგონა, რომელზეც დედის მეგობარმა 65 წლის გორელმა თ. წ-შვილმა იძალადა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული,1996 წლიდან იმ ქალთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც ამ გოგონას დედაა. ბრალდებული 2010 წლის აპრილს მეზობლის დაჭრისთვის იყო დაკავებული, ხოლო 2012 წლის დეკემბერში, ამნისტიით გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან საკუთარი გერი გააუპატიურა.