
სააკაშვილი: ჩვენ ახლაც ძალიან გვჭირდება ამერიკელების დახმარება
15:19:48     15-05-2013
“ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩვენ განვავითარეთ ჩვენი ეკონომიკა. მოვახერხეთ თავისუფალი და დემოკრატიული მოდელის მთავრობის შექმნა, რისი შედეგიც ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლაა. სწორედ ამიტომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ, წლების განმავლობაში გვაქვს კონგრესისა და კონგრესმენების მხარდაჭერა.
ჩვენ ახლაც ძალიან გვჭირდება ამერიკელების დახმარება და პირველ რიგში, ეს ჩვენს ქვეყანაში თავისუფლებისა და დემოკრატიის გასაგრძელებლადაა საჭირო. თუ ჩვენ ამას შევძლებთ, მაშინ სხვა საკითხებსაც მოვაგვარებთ",- აღნიშნული განცხადება აშშ-ი ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვთ გამოვლისას გააკეთა.
სააკაშვილმა საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე და საქართველოს ISAF-ის მისიაში მონაწილეობაზე ისაუბრა.
მიხეილ სააკაშვილი: საქართველომ, როგორც ამერიკის მოკავშირემ, მოახერხა იმ იდეების გატარება რასაც ამერიკა ატარებს – თავისუფლებისა და დემოკრატიის. ჩვენ ევროპაში ყველაზე დაბალი კორუფციის მაჩვენებელი გვაქვს და ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ვითვლებით. - განაცხადა საქართველოს პირველმა პირმა.
ქვეყნის პირველი პირმა ჰალმანდის პროვინციაში, ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვა.
„ მჯერა ამ მისიის, რადგან ამერიკის ჩავარდნა კატასტროფა იქნება, პირველ რიგში, ჩვენთვის. ჩვენ ევროპული ქვეყანა ვართ, მაგრამ ჩვენ ახლოს ვართ შუა აღმოსავლეთთან. ამიტომ ჩვენ გვესმის, რას ნიშნავს ეს მისია, შესაძლოა უფრო მეტად, ვიდრე ევროპის სხვა ქვეეყნებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.