
კილაძე: პრემიერო, პრესაში გამოქვეყნებული მასალა შანტაჟს არ გულისხმობს, მოვითხოვ გამოძიებას
15:04:17     15-05-2013
გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე, მისი პირადი ტელეფონიდან ბოლო ორი კვირის განმავლობაში განხორციელებული ზარების ამონაწერს ასაჯაროვებს.
როგორც კილაძემ, ITV- ს მედიაკლუბში სტუმრობისას განაცხადა, გია ხუხაშვილმა პრემიერ-მინისტრი მოატყუა.
ელისო კილაძე: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გია ხუხაშვილისთვის არ დამირეკავს. მას არც საკუთარი მობილური ტელეფონიდან და არც შუამავლის საშუალებით არ დავკავშირებივარ, ბოდიშის მოხდაზე საუბარი ზედმეტია. მოვუწოდებ ხუხაშვილს საჯაროდ დაადასტუროს დარეკვის ფაქტი ან დაასახელოს შუამავალის ვინაობა. მინდა ვურჩიო პრემიერს და მის მრჩეველს, რომ ჯობია ერთ ვერსიაზე შეთანხმდნენ. გუშინ ივანიშვილმა თქვა, რომ თურმე მე თვითონ დავურეკე ხუხაშვილს და ბოდიში მოუხადე, დღეს კი შეამავლის თემა გაჩნდა.
ხვედელიძის საქმე მისი დაკავებით არ არის დასრულებული. აქვე გეუბნებით, რომ ჩემ მიერ გასაჯაროვებული ფარული საუბრის შემდეგ, სადაც საუბარია კვერცხის ბიზნესზე სამართალდამცავები არც კი დამკავშირებიან, პროკურატურა არ დაინტერესებულა საიდან მოვიპოვე ეს ჩანაწერი, არის თუ არა ფაბრიკაცია ეს მასალა და ასე შემდეგ... რადგან პროკურატურა ჩემთან არ მოდის დასაკითხად, ხვალ პირადად მე მივადგები მას.
პრესა.ჯი დაინბტერესდა, „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთ განცხადებაზე, რომელიის მიხედვითაც გელა ხვედელიძე კილაძე-ფარესაშვილის შანტაჟის მსხვერპლნი გახდნენ.
კილაძე: ამ თემაზეც აუცილებლად მოვითხოვ გამოძიების დაწყებას. პირველად გავიგე მსგავსი შეფასება. ბატონო ბიძინა, პრესაში გამოქვეყნებული მასალა შანტაჟს არ გულისხმობს. პირიქით ვიტყვი, რომ გელა ხვედელიძის ძალიან დიდი სურვილი იყო გაეკონტროლებინა „ქრონიკა პლიუის“ ოფისი, დაგვიყენეს კომპიუტერებზე პროგრამა „აგენტი“. ფარესაშვილის პირველ პრესკომპერენციას, ოფისის თანამშრომელი სკაიპით ასმენინებდა ხვედელიძის მეგობრებს. დღემდე ოფისთან სპცსამსახურების პოსტი გვაქვს გახსნილი. მეტი კონკრეტიკისთვის გეტყვით, რომ პირადად გელა ხვედელიძემ შემომითვალა, რომ თუ ჟურნალისტურ გამოძიებას არ შევწყვეტდი ის შვილს და ძმას დამიჭერდა. როგორც კი ეს ინფორმაცია მესამე პირის საშუალებით მოვიღე, დაურეკე ჟურნალისტ გიორგი მამაცაშვილს, რომელიც შს მინისტრის პირველ მოადგილესთან დაახლოებული პირია და უთხარი, რომ ველოდებოდი როდის დაიჭერდა ხვედელიძე ჩემ ახლო ნათესავებს.
ამასთან როდესაც საუბრობენ, თუ რატომ არ ჩავაბარე ხვედელიძის მამხილებელი დოკუმენტაცია შს-ს მინდა ვთქვა, რომ ღარიბაშვილი საქართელოში არ იმყოფებოდა და გელა ხვედელიძის შესახებ ინფორმაცია ისევ გელა ხვედელიძისთვის მიმეწოდებინა? დამკითხონ ბატონო და ჩემ ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტს გადავცემ გამოძიებას.
„ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორის განცხადებით, მას შემდეგ რაც მან შს მინისტრის მკოადგილე, ივანიშვილთან დაახლოებულ სხვა პირებთან ერთად კვერცხების ბიზნესის მონოპოლიაში ამხილა, პრემიერისგან გაწეული სამსახურისთვის მადლობის გადახდას ელოდა.
„მეტი რა მტკიცებულება უნდა წარუდგინო პრემიერს, როცა მასთან დაახლოებული პირი დეტალურად ყვება, რომ საქართველოში კვერცხის იმპორტი 6 ცენტად ხდება. იმიტომ რომ ვიღაცამ ფულები აკეთოს. გულწრფელად ვამბობ, გუშინდლამდე მეგონა, რომ პრემიერი ჟურნალისტებს აღნიშნულ საქმეზე მადლობას გადაუხდიდა. თუმცა ის პრესკონფერენციაზე ხვედელიძე, ნაცვლიშვილის დამცველად მოგვევლინა“,- განაცხადა კილაძემ და იქვე დასძინა, რომ ხვედელიძის საქმის გამოძიების დასრულებამდე თანამდებობა ლაშა ნაცვლიშვილმაც უნდა დატოვოს. მისივე თქმით, პროკურორის პირველმა მოადგილემ ნარკოტესტზეც უნდა გაიაროს.