ივანიშვილი: პრესტიჟულები და პოპულარულები ვართ

  15:16:47     14-05-2013

„ეს ადამიანები საზოგადოების ისეთივე ნაწილია, როგორც თითოეული ჩვენგანი და უმცირესობის უფლებები დაცული უნდა იყოს“ -განაცხადა ივანიშვილმა სექსუალურ უმცირეობებთან დაკავშირებით.

„ვიცი, რომ არსებობს ხალხი, რომელიც ამას ვერ იღებს, მაგრამ ამისთვის ქვეყანაში არსებობს სამართალდამცავი სტრუქტურები და ისინი წესრიგს დაიცავენ. ამაზე აქცენტები არ უნდა გაკეთდეს და საზოგადოება ამას ნელ-ნელა მიეჩვევა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნებისმიერი უმცირესობის უფლებები დავიცვათ. დავიცავთ ყველა უფლებას და ყველა აღლუმს. არ ვიცი ეს ზუსტად როგორ მოხდება, მაგრამ, ალბათ, პოლიცია ჩადგება შუაში და ყველას მისცემს აქციის ჩატარების საშუალებას", - აღნიშნა ივანიშვილმა.

 საპრეზიდენტო კანდიდატზე სუბრისას, პრემიერმა აღნიშნა, რომ ლევან ვასაძე სიმპათიურია, მაგრამ მარგველაშვილის კონკურენტი ვერ იქნება. „მარგველაშვილი ძალიან საამაყო ადამიანია და ის გინებები, რასაც  ნაციონალები არ აკლებენ, ვერაფერს დააკლებს. ჩვენ თვითონ ვართ პრესტიჟულები და პოპულარულები და მაგარი კანდიდატი გვყავს“- დასძინა მან. ნაციონალებზე საუბრისას ივანიშვილმა განაცხადა: „ძალიან აჟიტირებენ, ისევ ნაციონალური მოძრაობიდან, რომ არცერთ ქვეყანაში არ ჩამესვლება, იმიტომ რომ არ მოვწონვარ. ასე არ არის... ამერიკაში ვიზიტიც არ არის პრობლემა, მაგრამ კარგი იქნება, რომ ის მოგვიანებით შედგეს, რომ უფრო მკვეთრად და კარგად ვაჩვენოთ ჩვენი სახე“.