ავღანეთში, ტერორისტები ქართულ ბაზას დაესხნენ თავს - დაღუპულია სამი ქართველი ჯარისკაცი
21:11:21     13-05-2013
ავღანეთში, ტერორისტების იერიშის შედეგად რამდენიმე საათის წინ 3 ქართველი სამხედრო დაიღუპა. პრესკონფერენცია თავდაცვის მინისტრმა ამ საკითხზე რამდენიმე წუთის წინ გამართა.
"სამხედრო ბაზაზე განხორციელდა კომბინირებული თავდასხმა თვითმკვლელი ტერორისტის მონაწილეობით, რა დროსაც გამოყენებული იყო სატვირთო ავტომობილზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა. ქართველმა სამხედროებმა მოიგერიეს შეტევა, ყველა ტერორისტი ლიკვიდირებულია და ისინი სრულად აკონტროლებენ მათი პასუხისმგებლობის ზონაში არსებულ ტერიტორიას.
სამწუხაროდ, თავდასხმას ემსხვერპლა კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა. ასევე არიან დაჭრილები და მსუბუქად დაშავებულები", - განაცხადა ალასანიამ. მისი თქმით, ამ დროისათვის მან ინფორმაცია უკვე მიაწოდა ყველა დაჭრილისა და დაღუპულის ოჯახს.