„საპრეზიდენტო პოსტი ვანო მერაბიშვილისთვისაა დაჯავშნული“

  15:10:21     13-05-2013

„საპრეზიდენტო პოსტი ვანო მერაბიშვილისთვისაა დაჯავშნული"- აღნიშნული განცხადების ავტორი, კავკასიის საკითხებში ექსპერტი ვიქტორ იაკუბინი. 

მისი თქმით, გარკვეული შეთანხმების პირობებში, საპრეზიდენტო პოსტი, ექს-პრემიერ ვანო მერაბიშვილისთვისაა გამზადებული. 

რუსი ანალიტიკოსი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებულ გიორგი მარგველაშვილის შანსებს აფასებს და აცხადებს, რომ "ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად, თავიდანვე წამგებიანი კანდიდატურა დაასახელა, რამდენადაც მას არ აქვს დასახული ძალაუფლების მონოპოლიზების ამოცანა". 

"ქართული ოცნებიდან" ძლიერი კანდიდატი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იქნებოდა, თუმცა იანვარში ის ვიცე-პრემიერობიდან გადააყენეს, მას შემდეგ რაც მან ივანიშვილთან უსიამოვნო საუბრის შესახებ გაახმიანა. აღნიშნულის მიხედვით, გარკვეული შეთანხმების ფარგლებში, როგორც ჩანს, ეს პოზიცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" - პროდასავლური კურსის გამომხატველ პარტიას რჩება. 

ამ მხრივ, ეკონომიკა და არმია - ქართულ ოცნებას, ხოლო საგარეო პოლიტიკური დემაგოგია - მიხეილ სააკაშვილის პარტიას, თუმცა, ამჯერად უკვე თავად სააკაშვილის გარეშე, რჩებათ", - მიიჩნევს ექსპერტი. 

იაკუბინის პროგნოზის მიხედვით უფლებამოსილებამოსილების ამოწურვის შემდეგ, სააკაშვილი პოლიტიკიდან წავა.