პოლიტიკოსებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

  10:30:32     12-05-2013

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე რესტორან "ლა ფრუტტეში" ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, არიან დაშავებულები. საქმე ეხება, საპარლამენტო უმცირესობის წევრებს.

 

რესტორანში, დაპირისპირების დროს "ნაციონალური მოძრაობის"  დეპუტატები გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე და სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია დაშავდნენ. ისინი, რესპუბლიკურ საავადმყოფში არიან გადაყვანილი.

 

„ფეისბუქის“ გვერდზე, თამარ ჩერგოლეიშვილი წერს: „რესტორანში რომ სადილობ, რამდენიმე მთვრალი ქაჯი რომ შემოვა, ჯერ ოფიციანტს ებლატავება (კაი პონტია ოფიციანტთან ბლატაობა, დაბალი ღობეა), მერე კივის ესენი ვაკეში რატომ გულაობენო და ჭიქების და ბოთლების სროლას იწყებს“... 

 

როგორც ცნობილია, ნაციონალებს, დაპირისპირება კლუბში მყოფ რამდენიმე პირთან მოუვიდათ. ერთ-ერთი მათგანი გვარად მაზიაშვილი გახლავთ.


თვითმხილველთა ცნობით, კლუბში იმყოფებოდნენ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილიც, თუმცა მათ რესტორანი დაპირისპირებამდე  დატოვეს.

რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც დაშავებული კოლეგების მოსანახულებლად მივიდნენ, პარტიის წევრები, მათ შორის - დეპუტატი ირმა ნადირაშვილი,  მერი გიგი უგულავა, ხათუნა გოგორიშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, კობა სუბელიანი.