გია ხუხაშვილი: ალასანია პრეზიდენტობისთვის არ მემეტება

  14:34:20     11-05-2013

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა გია ხუხაშვილმა, გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა, რომ ირაკლი ალასანია პრეზიდენტობისთვის არ ემეტება.

 მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მან მოახდინა გავლენა ბიძინა ივანიშვილზე, რომ ირაკლი ალსანია საპრეზიდენტო კანდიდატი არ ყოფილიყო, სიმართლეს არ შეესაბამება.

 „ჩვენ არანაირი პრობლემა ერთმანეთში არ გვაქვს და არასოდეს გვქონია. ჩემი ცოლი მეძახის ოთარაანთ ქვრივს, ყველასთან მქონდა ცხარე დისკუსია, მაგრამ ურთიერთობაში პრობლემა არასდროს გვქონია.

 ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტის სტატუსისთვის მენანება ირაკლი, იმიტომ, რომ ირაკლი არის აქტიური მენეჯერი. მას ძალიან დიდი გზა აქვს გასავლელი.

ახალი კონსტიტუციით, პრეზიდეტის ფუნქცია, როგორც კრიზისის მენეჯერის ფუნქცია მე უფრო მორგებული მიმაჩნია ცოტა სხვა ტიპის ადამიანისთვის.

უფრო ასაკოვანი, უფრო გამოცდილი, ცოტა სხვა ტიპი წარმომიდგენია. ირაკლის აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური მომავალი. მას აქვს ძალიან სერიოზული ამოცანები. ის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წონიანი ფიგურაა. პრეზიდენტის კონსტიტუციური შესაძლებლობები, არის შეზღუდული ბევრი მიმართულებით. მე ირაკლი უფრო სერიოზული საქმიანობისთვის მემეტება", - გამოუტანა განაჩენი ხუხაშვილმა ალასანიას.