ოთარ მეღვინეთუხუცესი გარდაიცვალა

  11:17:44     09-05-2013

ცნობილი ქართველი მსახიობი, ოთარ მეღვინეთუხუცესი მძიმე ავადმყოფობის შედეგად  გარდაიცვალა. მსახიობი 1932 წლის 16 იანვარს დაიბადა.

 ოთარ მეღვინეთუხუცესს შესრულებული აქვს 20-მდე კინო როლი, თამაშობდა მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრებში. ფლობდა არაერთ პრესტიჟულ ჯილდოს.  იყო, მარჯანიშვილის სახელობის  საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1977 - თეატრის დარგში გაწეული ღვაწლისთვის).

საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1979),  საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981 - დათა თუთაშხიას როლისთვის), ტოკიოს კინოფესტივალის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ფილმში "იზიდი"

მსახიობს, 16 იანვარს 81 წელი შეუსრულდა. დილიდან მეღვინეთუხუცესის პანაშვიდზე უამრავი ადამიანი მიდის. მათ შორის არიან თეატრისა და კინოს ვარსკვლავები.