გივი თარგამაძე: მინდა მოვუხადო ბოდიში ქართულ საზოგადოებას

  13:10:02     08-05-2013

გივი თარგამაძე თბილისში დაბრუნებას, პირველივე შესაძლებლობისას გეგმავს.

როგორც „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრმა, „პირველ რადიოს“ განუცხადა, სამშობლოში ჩამოსვლის შემდეგ პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად  ჩაერთვება. 

გივი თარგამაძე: ამ დღეებში, უახლოესი რეისით დავბრუნდები ჩემს სამშობლოში. მინდა მოვუხადო ბოდიში ქართულ საზოგადოებას იმისთვის, რომ ბოლო 9 წლის მანძილზე, საკმაოდ ხშირად მიწევდა სამშობლოს გარეთ ყოფნა. ამას ჰქონდა თავის ფასეულობა. მაგრამ დღეს,  მე ვარ მოწადინებული იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო სამშობლოში და რაც შეიძლება მეტი დრო დავუთმო ჩვენს შიდა პრობლემებს, რომელიც დღეს უფრო გართულებულია, ვიდრე აქამდე. 

პარლამენტის წევრი,  ბოლო რამდენიმე თვეა ლიტვაში ცხოვრობს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ლიტვის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას,  ქართული ოპოზიციის ერთ-ერთი წევრის, გივი თარგამაძის ექსტრადირებაზე უარი უთხრა.