
მინაშვილი: ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ წინასაარჩევნო დაპირება, მითი იყო
17:26:00     07-05-2013
„ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირება, ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ მხოლოდ მითი და ფუჭი დაპირება იყო”,- აღნიშნული განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი მინაშვილმა ბოლო პერიოდის განმავლობაში, ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი, ფარული ჩანაწერების გავრცელების კომენტირებისას გააკეთა.
„პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ადამიანის პირადი ცხოვრების დაცვის უზრუნველსაყოფად, კანონის გამკაცრება მოითხოვა და საკუთარი ინიციატივა მმართველი გუნდის წინაშე პოლიტიკურ დონეზე დასვა, თუმცა ამ ინიციატივის მხარდაჭერაზე, კოალიცია "ქართული ოცნებისაგან" უარი მიიღო“,- განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა.