
დავითაშვილს სოფლის მეურნეობის მინისტრობა სურს
13:17:19     07-05-2013
„სოფლის მეურნეობის მინისტრობას დავთანხმდებოდი. მჯერა, რომ მინისტრობა არის პოლიტიკოსის პროფესია და არა ექსპერტის. არჩევანი უნდა გააკეთოს მინისტრმა. მთავრობაში ტექოკრატიული მიდგომა ძალიან პოპულარულია”,-აღნიშნული განცხადება დეპუტატმა კობა დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მან პრემიერს მოუწოდა, ყველაზე რთულ უბანში წარადგინოს. „რაც შეეხება იმას, რომ მე მეშინია ხელისუფლებაში ყოფნა და ოპოზიციაში მირჩევნია, ვიტყოდი,რომ ხელი დაადოს ივანიშვილმა ყველაზე რთულ უბანს და მე მზად ვარ, ჩავუდგე ამ უბანს სათავეში“. - აცხადებს დავითაშვილი.
სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობა, ვაკანტური, წინა კვირას მას შემდეგ გახდა, როდესაც პოლიციამ დიდი რაოდენობის თანხების გაფლანგვის ბრალდებით, 8 პიროვნება დააკავა. დავით კირვალიძემ კი სკანდალის შემდეგ, თანამდებობა დატოვა.