პრემიერის თხოვნით, ხუხაშვილი ოთხ ბიზნესმენს "დახმარებია"
13:37:43     06-05-2013
"მე არ ვარ თვითონ უჭკუო. საკმაოდ კარგი ორგანიზატორი ვარ და თვითონ ვახერხებ ყველაფერს" - განუცხადა ივანიშვილმა "გურია ნიუსს".
"ყველას თავისი ადგილი აქვს ჩემს გუნდში. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, მე მოვედი საქართველოში პრემიერ-მინისტრად და ლობირებას დავიწყებ სხვადასხვა ბიზნესის?! ჩემი გუნდის წევრები ამას გაბედავენ?! ეს წარმოუდგენელია.
გია ხუხაშვილს მე დავავალე, რაც რამდენიმე კომპანიასთან იყო დასალაგებელი, ვინც სახელმწიფო ბიზნესით იყვნენ დაკავებული და ეს მოვაგვარეთ, დავარეგულირეთ. სამ-ოთხ ბიზნესმენთან იყო ყველაფერი და გადავეცით რკინიგზას, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია.
ის, რომ ბიზნესს ეძახდნენ და ამ დროს სახელმწიფო საკუთრება იყო, ეს მოვაგვარეთ და ამაში გია ხუხაშვილი დამეხმარა. ამისთვის მისი ძალიან მადლობელი ვარ. უწესიერესი ადამიანია, გამორიცხულია, რომ რაიმე იკადროს და მერე, მეც არ გავაჩერებ ასეთს ჩემ გვერდით", - განაცხადა ივანიშვილმა გია ხუხაშვილზე საუბრისას.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმაც გააცნობიერეს და დაიღალნენ იმ იდეოლოგიით, რასაც ისინი საზოგადოებას თავს ახვევდნენ. "ჩვენ გვაქვს დიდი ამოცანა საზოგადოებასთან, მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, რადგან ისინიც ჩვენი საზოგადოების წევრები არიან - ჩვენ უნდა დავძლიოთ სიდუხჭირე. ეკონომიკა არის ჩვენი ყველაზე დიდი საზრუნავი და ყველაზე მეტი სანერვიულო. დემოკრატული პროცესები აუცილებლად განვითარდება, აი, ეკონომიკაა ძირითადი საზრუნავი. ქვეყანასაც გავაერთიანებთ, რა თქმა უნდა, დროში, რამდენიმე წელიწადში, ამას თვეები არ ეყოფა",- განაცხადა ივანიშვილმა.