ლუდის სუპი ამერიკულად

  13:08:06     17-01-2011

მასალა: 1/2 ჭიქა წყალი, ერთი კათხა ღია ფერის ლუდი, 100 გრამი შავი პური, ლიმონის ცედრა, ერთი კოვზი შაქარი, 1-2 სუფრის კოვზი ათქვეფილი ნაღები

 

წვრილად დავჭრათ პური, დავფაროთ ლუდით და გავაჩეროთ 5 საათი. მიღებული ნარევი დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. დავამატოთ ლიმონის ცედრა და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე 15 წუთი. ნარევი კარგად უნდა იქცეს ერთგვაროვან მასად. დავამატოთ შაქარი და ნელ ცეცხლზე კიდევ რამდენიმე წუთი ვადუღოთ. სუფრაზე მიტანის წინ დავამატოთ ათქვეფილი ნაღები.