ოზურგეთში ორი ბიზნესმენი დაჭრეს

  12:31:23     03-05-2013

კრიმინალურმა შემთხვევებმა, ოზურგეთშიც იჩინა თავი. გამთენიისას შეიარაღებულმა პირებმა, ადგილობრივი ბიზნესმენი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შემთხვევა, ოზურგეთის ცენტრში, დაახლოებით 4 საათსა და 30 წუთზე მოხდა. ცნობილია დაჭრილთა ვინაობა, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ლევან კობალაძისა და რევაზ მახარაძის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს.

 რაიონში, ამ დროისთვის მომხდარის შესახებ, ორი ვერსია განიხილება. ერთ-ერთი ვერსიით, ბოროტმოქმედები ბიზნესმენებს თავს დაესხნენ.

 მეორე ვერსიით, კი კობალაძე და მახარაძე სროლაში შემთხვევით მოჰყვნენ, როცა ინციდენტის დროს, მანქანით გადაადგილდებოდნენ.  

ადგილზე პოლიცია იყო მისული, თუმცა მათ მომხდარის შესახებ, კომენტარი არ გაუკეთებიათ.