მერაბიშვილი მთავრობაში არსებულ სერიოზული კორუფციაზე საუბრობს

  12:37:44     02-05-2013

“ხელისუფლება იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მთავრობაში სერიოზული კორუფციაა”,- ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრის გადადგომა. 

მისი თქმით, კირვალიძის ამ ნაბიჯმა ნათლად აჩვენა, რომ სოფლის მეურნეობაში სერიოზული კორუფციია. 

ვანო მერაბიშვილი: ყველასთვის ფაქტია, რომ ბარათები, თუ ვაუჩერები, რომლებიც გლეხებს დაურიგდათ, მათი განაღდება 30%-იანი   დისკაუნთით ხდება და იმ სპეციალურ მაღაზიებში, სადაც ისინი ვაუჩერებს იყენებნ, ყველაფერი 30-40 % -ით ძვირი ჯდება. ნათელი გახდა, რომ იმ 260 მილიონიანი პროექტიდან ქართველმა სახელმწიფო მოხეელებმა 80 მილიონი ჩაიდეს ჯიბეში. 

მერაბიშვილის ინფორმაციით, კორუფციულ გარიგებებს ადგილი აქვს სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემის პროცესშიც, სადაც სახელმწიფო მოხელეები, კომპენსაციის გაცემის სანაცვლოდ ე.წ. "ატკატებს" იღებენ. 

„გორში, სტიქიით დაზარალებულებისათვის სახურავების გადახურვა უფრო ძვირი ჯდება. მივმართავ ახალ მთვრობას, არ დაუშვან საქართველოში კორუფციის შემობრუნება. შევარდნაძის ეპოქაში არ კეთდებოდა არაფერი და ამის მიზეზი  იყო ქვეყანაში გამეფებული კორუფცია”,- დასძინა პარტიის გენერალურმა მდივანმა.