როლანდ ახალიას „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაუტოვებია

  15:10:01     01-05-2013

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს როლანდ ახალაიამ დატოვა საპარლამენტო უმცირესობა, არ დადასტურდა. 

აღნიშნულ ინფორმაციას ჭორი, თავად როლანდ ახალაიამ უწოდა და აღნიშნა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას არ აპირებს. 

“ჯერ–ჯერობით უმცირესობის წევრი ვარ და „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა რიგების დატოვებას არ ვაპირებ”,- განაცხადა ახალაიამ, კინოს სახლში ბაჩო ახალაიას მხარდამჭრების შეხვედრაზე. 

ჟურნალისტებმა, უმცირესობის წევრს დათა ახალაის სახელით გავრცელებულ განცხადებების ავთენტურობაზეც ჰკითხეს, თუმცა კუდ-ის ყოფილი უფროსის მამამ, კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. 

„ამ საკითხზე კომენტარს, როცა საჭირო იქნება მაშინ გავაკეთებ“,- აღნიშნა როლანდ ახალაიამ.