რა მოხდა დავით ნარმანიასა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის ?!

  16:19:18     30-04-2013

 ივანიშვილის მთავრობაში შიდა ინტრიგებია: ჯერ სუსტად და დაულაგებლად, თუმცა, მყისიერად მაინც იჩენს ხოლმე თავს. „პრესა. ჯის“ წყაროს ინფორმაციით, რეგიონალური  განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრსა და შსს მინისტრს, ირაკლი  ღარიბაშვილს შორის „შავმა კატამ“ გაირბინა. ხმაური მხოლოდ სამინისტროს შიგნით  ყოფილა,  ჯერ სააშკარაოზე არ გამოსულა, მაგრამ  პრემიერის შუშის სასახლის კულუარებამდე მიაღწია. ამბობენ, პრემიერი ნარმანიას შემოსწყრა კიდეც.

 როგორც კომპეტენტური წყარო აცხადებს,  მინისტრ ნარმანიასა და შსს მინისტრს, ბატონ ღარიბაშვილს შორის განხეთქილების მიზეზი რეგიონალური ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიმდინარე საკადრო ცვლილებებია. ნარმანია  უწყების შიგნით წმენდის დროს ღარიბაშვილს კადრებს ერჩის  და ათავისუფლებსო. ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, ხმები კი სამინისტროდან ჟონავს.უფრო  კონკრეტულ  სქემასა და დეტალებს წყარო უახლოეს დღეებში მოგვაწვდის და „პრესა.ჯის“ მკითხველიც გაიგებს, რა მოხდა სინამდვილეში ნარმანიასა და ღარიბაშვილს შორის და არსებობს თუ არა მათ შორის  საკადრო  განხეთქილების რეალური მიზეზები და ათავისუფლებდა თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრის  კადრებს ნარმანია?!