
ბარამიძე პრეზიდენტობის კანდიოდატობისთვის იბრძოლებს
14:38:41     30-04-2013
გიორგი ბარამიძე "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევ პრაიმერში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ საპარლამენტო ბარამიძემ ჟურნალისტებს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", "როუზ როსის" სემინარზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ თავად განუცხადა.
მისივე განმარტებით, ამ საკითხზე ჯერ მხოლოდ ფიქრობს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ბარამიძე: მე ჩემს კოლეგებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეიდან დღეს მოვახსენე, როგორ ვფქრობთ ჩავატაროთ ახალი საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის პროცესი ჩვენი პარტიის მხრიდან. ისიც ვუთხარი, რომ მე ვფიქრობ კანდიდატურის დაყენებას. ეს იქნება კარგი გზა, კარგი მეთოდი კანდიდატის გამოსავლენად. პრაიმერის პროცესი პირდაპიდ ეთერში გადაიცემა ტელევიზიებით და ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტითაც. ეს ძალიან საინტერესო იქნება ქართული საზოგადოებისთვის და კიდევ ერთი, ერთგვარად რევოლუციური ნაბიჯი ამ სფეროში.