ხადური თუ კვირიკაშვილი.. რომელს მოხსნის ივანიშვილი?!

  11:41:32     30-04-2013

ბიძინა ივანიშვილი საკუთარ მინისტრზე ნაწყენია: რომელზე, ჯერ არ აკონკრეტებს და როგორც წესი, რებუსებით საუბრობს. პრემიერმა, ეს ჯერ კიდევ, გასულ კვირას გაახმოვანა, თუმცა არ დაუკონკრეტებია. მაშინვე გაჩნდა ვერსია, რომ ეს სოფლის მეურნეობის მინისტრი  დავით კირვალიძე იყო.

თუმცა „პრესა .ჯის“ მიერ მოპოვებული  ინფორმაციით,  ივანიშვილის რისხვა სრულიად სხვა პროფილის მინისტრს დაატყდება თავს და დიდი ალბათობით, ეს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურია.

ხადური ნიჭიერი კაცია, თუმცა როგორც ამბობენ, ფინანსთა სამინისტროში შესაბამისმა უწყებებმა გარკვეული გადაცდომები შენიშნეს, იქნება ეს კორუფციიული ფაქტები თუ კიდევ სხვა ტიპის გარიგებები, ეს მალე გაირკვევა.

ასევე საუბარია იმაზეც, რომ  ივანიშვილი უკმაყოფილოა ერთ-ერთ საერთაშორისო კორპორაციასთან  გაფორმებული კონტრაქტით, რაც წესით ეკონომიკური განვითარების მინისტრის,  გიორგი კვირიკაშვილის პრეროგატივა უნდა იყოს.  სწორედ ამის შედეგი იყო, რომ ივანიშვილმა ხუხაშვილი ეკონომიკური პროფილით მრჩევლად გადაიყვანა.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ივანიშვილის კარზე, თუმცა სამთავრობო კარუსელი ბიძინას მთავრობაში გარდაუვალია, მათ შორის, გურამ ოდიშარიაც მოჰყვება.