წულუკიანმა იუსტიციის საბჭოს წევრ-მოსამართლეებს უფლებამოსილება შეუჩერა

  11:03:04     30-04-2013

იუსტიციის მინისტრმა,  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ-მოსამართლეებს უფლებამოსილება შეუჩერა.

"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესები არის ახლებური.  ბატონმა ჰამარბერგმა, რომელიც არის მთავრობის მრჩეველი, მოიწონა.  მოიწონა ვენეციის კომისიამაც. ასევე ქართველმა არამათავრობო სექტორმა. ყველამ მოიწონა  მიხეილ სააკაშვილის გარდა. რაკი წესები არის დემოკრატიული, ჩვენ არ დაველოდებით წევრების უფლებამოსილების ამოწურვას.  დღესვე ვუჩერებთ მათ ამ უფლებამოსილებას, რომელიც მიიღეს არადემოკრატიული წესებით. მათ ექნებათ საშუალება, თავიდან იყარონ კენჭი და თავიანთი ძალები მოსინჯონ თავიდან. ამგვარად დაკომპლექტებული იუსტიციის უმაღლესი საბჭო, იქნება პირველად გარანტი იმისა, რომ საქართველოში საფუძველი ჩაეყრება დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემას", - განაცხადა წულუკიანმა "მეცხრე არხის" ეთერში..