![ჩეხეთში, ქართველი ძებნილი დააკავეს ჩეხეთში, ქართველი ძებნილი დააკავეს](http://presa.ge/img/multimedia/a24495.jpg)
ჩეხეთში, ქართველი ძებნილი დააკავეს
10:59:36     30-04-2013
ჩეხეთის სამართალდამცავებმა, საქართველოს მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, 1955 წელს დაბადებული ზურაბ ნადირაძე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ნადირაძემ, 1994 წელს თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა გიორგი ქოიავა, გრიგოლ ნატროშვილი, გიორგი კირკიტაშვილი და იოსებ ქოიავა, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ზურაბ ნადირაძე 2000 წლიდან, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
ჩეხეთის პოლიციამ ძებნილი არაერთხელ დააკავა, თუმცა სასამართლო ექსტრადიციის მოთხოვნას არ აკმაყოფილებდა.