
ივანიშვილის პარანოია
10:11:52     30-04-2013
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების იდეოლოგია იყო იმ განცდის შექმნა, რომ ყველას ტოტალურად უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ. მეტიც, როგორც „პრესა.ჯის“ ატყობინებენ, პრემიერი ივანიშვილი ახლაც პანიკური შიშის პირობებში ცხოვრობს. პირზე ხელაფარებული ელაპარაკება გვერდით მჯდომს და მეუღლისთან საუბრისას მობილური ტელეფონი, 10 მეტრიანი მოშორებით გააქვს დაცვას.
„სინამდვილეში მოსახლეობის, 1%-საც არ უსმენდნენ, მაგრამ ავრცელებდნენ ამას შეგნებულად. მიზანი იყო საზოგადოების ტოტალური დაშინება,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო "რედისონში“.
„ეს შიში და ეჭვი რაც იყო, თუ დარჩა, ეს ძალიან ცუდია. როცა გუნდის შიგნით გვაქვს შეხვედრა, ხან უსუფაშვილს გააქვს ჩემი ტელეფონი და ხან ღარიბაშვილს, თუმცა, მე ამის პრობლემა არ მაქვს, ისეთს არაფერს ვამბობ, რაზეც მეორე დღეს ხმამაღლა არ ვიტყვი,"- აცხადებს ივანიშვილი და დასძენს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, ეს პროცესი დასრულდა, თუმცა ფაქტია, რომ ივანიშვილს შიშები მაინც შემორჩა, წინააღმდეგ შემთხვეევაში მის ტელეფონს ხან ღარიბაშვილი და ხანაც უსუფაშვილი აღარ უნდა დაარბენინებდნენ წინ და უკან. როგორც ჩანს, ივანიშვილი შიშობს, თუმცა ვისი მოსმენის, ეს პრემიერს არ დაუკონკრეტებია.