რუსთავში, მაღაზიის დაყაჩაღებისას, ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა.

  16:37:08     29-04-2013

რუსთავში, ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაზე,  შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. არის დაშავებულიც. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით,  დავით გარეჯის ქუჩა #10–ში მდებარე სასურსათო მაღაზიაში,  ცივი იარაღით შეიარაღებული ხუთი პირი შევარდა. ისინი  მაღაზიის დაყაჩაღებას და თანხის გატაცებას ცდილობდნენ. 

ყაჩაღური დაჯგუფების მოგერიებას,  მაღაზიის გამყიდველის სიძე შეეცადა. რამდენიმე წუთში,  ეჭვმიტანილები პოლიციამ ცხელ კვალზე აიყვანა. მოხდა გასროლაც,  რა დროსაც  დაიჭრა მაღაზიის თანამშრომლის სიძე, რომელიც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მომხდართან დაკავშირებით,  აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.