
“ხუხაშვილის რჩევებმა, პატარკაციშვილი დაღუპა”
15:33:07     29-04-2013
ადამიანის უფლებების დამცველი, გიორგი ფარესიშვილი, გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ ივანიშვილის მრჩეველ, გია ხუხაშვილზე საუბრობს.
„ხუხაშვილს, კარგად ჰქონდა მომთბარი ხელი შევარდნაძის დროს , საწვავის საკითხებში. შემდეგ კი, ბადრი პატარკაციშვილის მრჩევლად აღმოჩნდა. მისმა რჩევებმა, ცხონებული ბადრი სადამდეც მიიყვანა, დავინახეთ. არ არის გამორიცხული მან და მისმა კლანმა ივანიშვილიც დაღუპოს", - ამბობს ფარესიშვილი.
„სანამ პატარკაციშვილი გამოჩნდებოდა პოლიტიკურ არენაზე, ხუხაშვილს "ნაციონალების" წინააღმდეგ არაფერი უთქვამს და არც გაუკეთებია! ბადრის გარდაცვალების შემდგომაც არ იყო იმ ხელისუფლების აქტიური მოწინააღმდეგე. მხოლოდ ექსპერტობდა და არც მწვადს წვავდა და არც შამფურს. მისი მიზანი იყო ის, რომ თუ პატარკაციშვილი მოვიდოდა ხელისუფლებაში, ისე გამოეყენებინა იგი, როგორც იყენებს დღევანდელ სიტუაციას"– დასძენს ფარესიშვილი.