
მიხეილ სააკაშვილი: ხდება გადახედვა მთავარი პროგრესის
15:27:15     29-04-2013
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ამერიკაში ვიზიტს აგრძელებს. ქვეყნის პირველი პირი, დღეს, ნიუ იორკში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა და ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით შექმილ პრობლემაზე ესაუბრა.
მისი თქმით, ახალი ხელისუფლება, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის გადახედვას აგრძელებს.
სააკაშვილი: ბათუმში შევქმენით ძალიან მაგარი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელსაც წელს, სტუდენტები უნდა მიეღო. იდეა იყო, რომ კავკასიაში ის ყველაზე ლამაზი და ყველაზე თანამედროვე შენობა უნდა ყოფილიყო.
ეს იყო საქართველოს მომავლის განვითარების სიმბოლო, თუმცა რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა, რომ ამ გრანდიოზული შენობიდან უნივერსიტეტს გამოასახლებენ და შიგნით ჩაასახლებენ ბათუმის არაფრის მაქნის მერიას.
ეს დაახლოებით ისეთია, ნიუ იორკის თავისუფლების კოშკში, მანჰეტენის გამგეობა რომ შეასახლონ. ეს არის ერთი მაგალითი იმისა, როგორ ხდება გადახედვა მთავარი პროგრესის, რაც არის მიღწეული საქართელოში.