ფეხბურთელის ფიქრები: პრეზიდენტი ვიქნები...

  14:07:05     29-04-2013

ივანიშვილის ფავორიტმა და მისი რეპერი ვაჟის, ბერას ძმადნაფიცმა, ენერგეტიკის მინისტრმა და ახლა უკვე ვიცე–პრემიერმა კახი კალაძემ, ბოლო 6 თვის მანძილზე ბიძინას კარზე დიდი ქულები რომ დაიწერა, ეს ბოლო დროს ივანიშვილის რიტორიკაშიც ჩანს. 

არჩევნებამდე თუ ოლიგარქი, კალაძის „უვიცობას“ აღიარებდა, დღეს ირწმუნება, რომ ენერგეტიკის მინისტრმა,  ბევრი იწვალა და ისწავლა. მეტიც,  გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  კოალიცია „ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი,  კახი კალაზე იქნება.

„პრაიმტაიმის" ინფორმაციით,  უკვე დასახელებულ და გაჟღერებულ ფიგურებს შორის,  ყველაზე ახლოს,  ივანიშვილის მოთხოვნებთან,  კახი კალაძე დგას. 

ვიცე–პრემიერის შესაძლო  პრეზიდენტობაზე,  „პრესა.ჯი“,  ჯერ კიდევ იანვარში წერდა. მაშინ გამოცემამ სკანდალური ინფორმაციაც მოიპოვა, თუ როგორ ოცნებობდა ორი ავტოგოლის ავტორი, პრეზიდენტობაზე პრემიერ– მინისტრისგან მალულად. 

რამდენიმე თვის,  წინ  კალაძემ ეს სურვილი საკუთარ გარემოცვასაც გაანდო და აღნიშნა, რომ თუ ივანიშვილს „კარგად დაულაგებენ“, საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიციის, კანდიდატი იქნება. 

„მე უნდა ვიყო პრეზიდენტი“, - ასე ტრაბახობდა ენერგეტიკის მინისტრი, სამტრედიელ მეგობრებთან,  ოთხი თვის წინ.  სამტრედიაში უკვე ხმამაღლა საუბრობენ იმის შესახებ, რომ „კარლოს ბიჭი“ მომავალი პრეზიდენტია.  მეტიც, 17 იანვარს, სამტრედიის ერთ-ერთ რესტორანში, კალაძის, როგორც „ჩვენი მომავალი პრეზიდენტის“  სადღეგრძელო დაილია. 

„პრესა.ჯი“-მ აღნიშნული საკითხის გარკვევა,  პირადად მინისტრთან, დღესაც სცადა. კალაძის შესაძლო კანდიდატურაზე  პასუხი, კალაძის პრესსამსახურმა, ირაკლი გაფრინდაშვილმა გასცა. 

„კახა კალაძემ ამ თემაზე რამდენჯერმე გააკეთა განცხადება. მას, ამ საკითხზე მთავრობაში არაფერი გაუგია. დღეს გავრცელებულ განცხადებას,  მინისტრი არ ადასტურებს“,- განაცხადა კალაძის პრესსამსახურმა. 

ენერგეტიკის მინისტრის საპრეზიდენტო ინტერესებზე,  არაფერი იცის კალაძის მეუღლემ,  ანუკა არეშიძემაც. 

 ანუკა არეშიძე: „ამ თემაზე,  კახას სახლში არაფერი უთქვამს“, - გვითხრა მან. 

რაც შეხება, კოალიციაში შემავალი სუბიექტების მოსაზრებას, "პრაიმტაიმთან" საუბრისას,  დეპუტატი ირინა იმერლიშვილი ადასტურებს ინფორმაციას, რომ ოცნებაში, ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი კახი კალაძეა. 

„ჯერჯერობით, არ გვქონია პარტიის პოლიტსაბჭო სადაც ამ საკითხებზე გვექნებოდა მსჯელობა.  პრემიერთან თუ შეიკრიბნენ პარტიის ხელმძღვანელი პირები,  ეს ჩემთვის უცნობია. ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი კახი კალაძე რომ არის, ვიცი, მაგრამ საბოლოოდ, გადაწყვეტილება თუ იყო მიღებული არ ვიცოდი",- აღნიშნავს იმერლიშვილი.