თამარ ჩერგოლეიშვილის რჩევა ბიძინას მთავრობას

  13:34:53     29-04-2013

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დღეს,  სასტუმრო  „ქორთიარდ მარიოტში”,  ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის,  როუზ-როსის 83-ე სემინარზე რიტორიკული კითხვა დასვა.

 ცნობისთვის,   სემინარს პრემიერ-მინისტრი,  პარლამენტის თავმჯდომარე და  დეპუტატები,  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

უსუფაშვილის კითხვა ასეთი გახლდათ: „ ნატო-ს კარზე 10 წლის წინ, პრეზიდენტმა შევარდნაძემ დააკაკუნა.  დაახლოებით 5 წლის, პრეზიდენტ სააკაშვილს უთხრეს, რომ ეს კარი ღიაა.  დღეს კი ჩვენ, მე და პრემიერ-მინისტრს გვაინტერესებს პასუხი კითხვაზე - შეგვიძლია,  შემოვიდეთ? გთხოვთ, ადრე თუ გვიან, ამ კითხვაზე გაგვეცით პასუხი“.

ფეისბუქის გვერდზე, ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა, მოკლედ უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარეს.

„მაგ კითხვას პასუხი უკვე გაცემული აქვს. შეგვიძლია თუ:

 1) მთავრობა შეწყვეტს არსებული ოპოზიციის დევნას და პრემიერი დაივიწყებს გიჟურ იდეას თავად შექმნას ოპოზიცია;

 2) პრემიერი შეწყვეტს ქვეყნის ტერორისტების თავშესაფრად და აგრესორად გამოცხადებას;

 3) ხელისუფლების წევრები შეწყვეტენ სიძულვილის ენის გამოყენებას ეთნიკურ, სექსუალურ და რელიგიურ უმცირესობებთან მიმართებით;

 4) ხუხაშვილს შეუწყდება მთავრობის მთავრობის სტატუსი და გადაწყვეტილების მიღების პროცესი ინსტიტუტებს შიგნით წარიმართება;

 5) მთავრობა "სასამართლოს გათავისუფლების" მოტივით, გადაიფიქრებს იუსტიციის საბჭოს მისთვის მისაღები კადრებით შევსებას;

 6) მთავრობა უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს ეკონომიკური კოლაფსი - რისი საფრთხის წინაშეც ვდგავართ;

 7) მთავრობა უზრუნველყოფს იმგვარ პოლიტიკურ გარემოს (წინა მთავრობის მსგავსად), სადაც არჩევნების შედეგად შეიძლება შეიცვალოს ხელისუფლება.