
ირმა ინაშვილი პარტიას ქმნის
12:19:42     29-04-2013
ჟურნალისტი ირმა ინაშვილი შესაძლოა, პოლიტიკაში წავიდეს, ამჯერად არა ჟურნალისტის, არამედ პოლიტიკოსის ამპლუაში. როგორც ამბობენ, ამის შესახებ გზავნილი მან პირდაპირ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილისგან მიიღო, როდესაც მესამე ძალის პრეტენდენტებში მან ნინო ბურჯანაძის გვერდით, ირმა ინაშვილი მოიხსენია. ჯერ-ჯერობით ინფორმაცია ინაშვილის მიერ პარტიის ჩამოყალიბების თაობაზე კულუარული ვერსიაა.
მედია-კავშირ “ობიექტივის" ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი "ნეტგაზეთთან" საუბარში დასტურებს, რომ გამგეობის წევრებთან შეხვედრის დროს "ობიექტივის" დახურვის წინადადებას დააყენებს. დახურვა და მაუწყებლობის შეჩერება სხვა მიზეზებთანაა დაკავშირებული": "ჩვენ უკვე შევწყვიტეთ ფუნქციონირება. მე გუშინ, პირდაპირ ეთერში გავაკეთე განცხადება, მივმართე გამგეობას, რომ "ობიექტივმა" შეწყვიტოს მაუწყებლობა. დღეს, ჩემი პოზიციები უნდა დავიცვა გამგეობის სხდომაზე. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და ამ წინადადებით მივმართე გამგეობის წევრებს"– განაცხადა ირმა ინაშვილმა "ნეტგაზეთთან".