საქართველოს პრეზიდენტი: პრემიერი ვერ აცნობიერებს, რა შარში ხვევს ქვეყანას (ვიდეო)

  15:26:13     27-04-2013

შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფი ქვეყნის პირველი პირი პრემიერის გუშინდელ განცხადებებს ეხმაურება.

„მე, როგორც პრეზიდენტი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველო არასდროს არ მონაწილეობდა არა მხოლოდ ტერორისტების მომზადებაში, არამედ ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველო ყოფილიყო უსაფრთხო, პასუხისმგებლიანი წევრი საერთაშორისო თანამეგობრობის" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, პრემიერი საერთოდ ვერ აცნობიერებს, რა სახიფათო განცხადებებს აკეთებს, როცა ეს განცხადებები სრულად ჯდება იმ პროპაგანდაში, რომელსაც რუსეთი, საქართველოს წინააღმდეგ  წლების განმავლობაში ეწევა.