ხოშტარია: გამაგებინონ რა უნდათ, მე მაქვს უფლება ვიცოდე სად მიდის ქვეყანა

  14:57:29     27-04-2013

არასამთავრობო ორგანიზაცია "GRASS"-ის დამფუძნებლი ელენე ხოშტარია, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც  საქართველოს ტერიტორია იყო ტრანზიტი ბოევიკებისთვის. 

როგორც GRASS"-ის დამფუძნებლი სოციალურ ქსელ „ფეისბოქში“ წერს, მთავრობა ვალდებულია გამოვიდეს და აგვიხსნას საით მივყავართ. საზოგადოებამ სხვა მანდატი მისცა მათ. უნდა ვიცოდეთ რას აპირებენ. 

ხოშტარია: თუ რუსეთი ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ამიტომ ამოიღეს სტრატეგიული დოკუმენტებიდან ეს დებულება; თუ პრემიერი საუბრობს, რომ საქართველოს ტერიტორია იყო ტრანზიტი ბოევიკებისთვის (ასე თქვა ზუსტად, მტკიცებით ფორმაში); დიდი ეჭვი აქვს (გამოძიების გარეშე), რომ ცარნაევი კავშირში იყო საქართველოსთან, ndi არაკვალიფიციურია, რუსეთთან შექმნილი პრობლემები რიტორიკის ბრალი იყო; 

მაშინ: ჩვენ, ქვეყანას, რომელიც დაკავებული იყო ტერორიზმის სახელმწიფო მხარდაჭერით და არა რუსეთის მსხვერპლი არამედ მისთვის პრობლემების შემქნელი ვიყავით, არანაირი საფუძველი არა გვაქვს გვქონდეს პრეტენზია ნატო ევროკავშირში ინტეგრაციაზე ან, მეტიც, დასავლეთის მხარდაჭერაზე და არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ რუსეთმა მოინდომოს ჩვენი დასჯა. არ დაგვავიწყდეს ტერორისტები ადამიანებს კლავდენ და მათი მხარდაჭერა უკვე შემდგარი სახელმწიფო დანაშაული, რასაც უნდა მოყვეს სასჯელი. 

ეს ყოველივე არის ახალი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც სრულ წინააღმდეგობაში მოდის დეკლარირებულ ამოცანებთან (ჩემი აზრით ანგრესვ სახელმწიფოს ფუნდამენტს) და მთავრობა ვალდებულია გამოვიდეს და აგვიხსნას საით მივყავართ. საზოგადოებამ სხვა მანდატი მისცა მათ. უნდა ვიცოდეთ რას აპირებენ. 

შიდა პოლიტიკას რაც შეეხება, სამართლიანობის აღდგენის ძალიან უცნაურ მექანიზმს გვთავაზობენ: ახალაია იქნება, ბედუკაძე თუ კიდევ ვინმე სხვა, პრემიერი ამბობს, თუ მოინანიებენ ვაპატიოთო. რას ნიშნავს მოინანიებენ, რას ნიშნავს ვაპატიოთ. არსებობს გამოძიება და სასამართლო. მე ასეთ სამართლებრივ სისტემას არ ვიცნობ და არ ვიცი როგორ ფუნქციონირებს და ამას კავშირი არა აქვს სამართიანობასთან. ეს არის პოლიტიკური თამაში და არა სამართლიანობა. 

გამაგებინონ რა უნდათ, მე მაქვს უფლება ვიცოდე სად მიდის ქვეყანა.