მერაბიშვილი: ეტყობა ივანიშვილმა 19 აპრილის აქციის შემდეგ ძალიან ინერვიულა

  14:29:25     27-04-2013

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი „პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეთა დასაქმების საკუთარი კონცეფციის წარდგენისკენ მოუწოდებს. 

როგორც პარტიის ცენტრალურ ოფისში, მერაბიშვილმა ივანიშვილის გუშინ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის მიერ 19 აპრილის აქციის შემდეგ ძალიან ინერვიულა. 

ვანო მერაბიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ მაქსიმალურად გააკრიტიკებს ხელისუფლებას, რომ მან შესარულოს წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებები. მინდა უთხრა ბატონ ივანიშვილს, რომ ბოლო შვიდი თვი განმავლობაში, არათუ წინსვლა, არამედ სერიოზული პრობლემები შინიშნება ეკონომიკაში. ამ დროის განმავლობაში არც ერთი სამუშაო ადგილი არ შექმნილა, პირიქით,  82 000 სამუშაო ადგილი გაუქმდა, ეს ადამიანები შემოსავლის გარეშე დარჩნენ. საქართველოში გაჭირვება კიდევ უფრო გაიზარდა, გაზრდილია უმუშევრობის მაჩვენებელიც. 

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მოქმედ პრემიერს ურჩია, სამუშაო ადგილების შექმნაზე იზრუნოს. 

„დღვანდელი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი, მეტი სამუშაო ადგილების შექმნა უნდა იყოს. თუ ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჩვენ მიერ წარმოდგენილი დასაქმების კონცეფცია არ მოსწონს, მზად ვართ, მისი კონკრეტული და არა ზოგადი კონცეფცია მოვისმინოთ, თუ როგორ აპირებენ ისინი ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და  საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანის განცხადებით, პარტია მზად არის ამ საკითხზე მმართველ გუნდთან ითანამშრომლოს. 

„გუშინდელი გამოსვლიდან ირკვევა, რომ ივანიშვილს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა არსურს.  მაგრამ ის იძულებული გახდება ითანამშრომლოს ხალხთან, საზოგადოებასთან, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რადგან ეს პარტია, არის ერთადერთი სერიოზული, ძლიერი ოპოზიცია და ეს დადასტურდა 19 აპრილს“,- დასძინა ვანო მერაბიშვილმა.