პრემიერის აზრით, პრეზიდენტობის კანდიდატს ხელისუფლებისაკენ სწრაფვა არ უნდა ჰქონდეს
23:39:01     26-04-2013
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველოში ტერორისტები მომზადებას მართლაც გადიოდნენ.
"შესაძლოა თუ არა, საქართველოში გამოძიება იმ დასკვნამდე მივიდეს, რომ საქართველოში ტერორისტების მიერ გარკვეული მომზადება დადასტურდეს? – ამ კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, რომ "ეს შესაძლებელია".
"ომბუდსმენის გამონათქვამები შემიძლია მივიღო ძალიან რეალურად, მაგრამ არა დასტურად. დაველოდოთ გამოძიებას. მე ძალიან დიდი ეჭვები მაქვს, რომ ეს ხდებოდა რეალურად, თუმცა, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და დაველოდოთ, შეიძლება ბევრი შოკისმომგვრელი ინფორმაციაც გავიგოთ", - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობას, საზოგადოება 1-2 კვირაში გაიგებს. პრემიერის თქმით,
საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობის შესახებ, კოალიციაში მხოლოდ ორმა ადამიანმა იცის. შესაძლოა, დავით უსუფაშვილმაც გაიგოს.
დარწმუნებული ვარ, მასაც ექნება თავისი აზრი. არ იფიქროთ, რომ მე მაქვს ჩემი აზრი და აუცილებლად ის უნდა გავიდეს. თუ უკეთეს აზრს მომაწვდიან და უფრო ხელსაყრელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, სხვის აზრს გავიზიარებ. ერთ-ორ კვირაში საზოგადოება გაიგებს, ვინ იქნება "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი.
დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ კანდიდატი იყოს ძალიან დაბალანსებული, არ უნდა ჰქონდეს მანიაკალური სწრაფვა ხელისუფლებისკენ, ამას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ადამიანის ხასიათზე ბევრი მაქვს ნამუშევარი. ამბიცია, რომ ხარ ჯარისკაცი და უნდა გახდე გენერალი, უნდა გქონდეს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან მყიფე დემოკრატია. საზოგადოება, ჯერ კიდევ დასალაგებელია და ამ ეტაპზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ დაბალანსებული კაცი მოვიდეს. ჩვენს მომავალს ისეთი ფუნდამეტი უნდა გავუკეთოთ, რომ რყევები აღარ იყოს. მადლობა ღმერთს, ჩვენს საზოგადოებაში არის საშუალება, რომ გავაკეთოთ ასეთი არჩევანი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.