„ფსბ“ ცხინვალსა და სოხუმში „მუდმივ საფუძვლებზე იმუშავებს

  23:03:53     25-04-2013

რუსეთის დუმამ მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს უფლება ეძლევა სხვა სახელმწიფოებში მიავლინოს თავისი თანამშრომლები, რომლებიც იქ „მუდმივ საფუძვლებზე“ იმუშავებენ. შესაბამისი კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში ვლადიმერ პუტინის ინიციატივით შვიდა.

როგორც გამოცემა „ნოვოსტი აბხაზიი“ წერს, ინიციატივის მიზეზი სწორედ ამ „უცხო სახელმწიფოების“ თხოვნა იყო. ასეთებად კი დასახელებულია აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და ყირგიზეთი. „ფსბ“-მ უკვე გააფორმა კიდეც მათთან შესაბამისი შეთანხმებები.

მანამდე რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს საზღვარგარეთ თანამშრომლის მივლინების მხოლოდ შეზღუდული, 6 თვის ვადით მივლინების უფლება ჰქონდა.

კანონის მირების შემდეგ მოსკოვი გეგმავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მუდმივად მიავლინოს თავისი 15-15 თანამშრომელი.