გია ხუხაშვილის აზრით, პრეზიდენტობის კანდიდატი, მოსკოვისთვის მისაღები უნდა იყოს

  20:48:19     25-04-2013

„პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევის დროს,  კოალიციას ბევრი რამის გათვალისწინება მოუწევს. მათ შორის იმისაც, რომ არ დასახელდეს ისეთი პიროვნება, რომელიც ცალსახად გამაღიზიანებელი იქნება ამ მხარეებისთვის“-  განუცხადა „საქართველსო და მსოფლიოს“ გია ხუხაშვილმა. მხარეებში ექსპერტი, სოხუმსა და მოსკოვს გულისხმობდა.

 „რაც შეეხება იმ სუბიექტებს, რომლებსაც, როგორც თქვენ აღნიშნეთ, სოხუმსა და მოსკოვში არ დაუჯდებიან, არ მინდა ძალიან შორს წასვლა და ანალიზის გაკეთება, მაგრამ იმავე თუნდაც პროამერიკულზე რომ ვილაპარაკოთ, ირაკლი ალასანია, რამდენადაც მესმის, უკვე არც ფიქრობს პრეზიდენტობაზე და არც განიხილავს საკუთარ თავს კანდიდატად, ვინაიდან მან თქვა, რომ მომდევნო ორი წელი არმიასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტით იქნება დაკავებული.

 აქვე,  მის სასარგებლოდაც უნდა ვთქვა, რომ ალასანია, თავისი აშკარად გამოკვეთილი პროდასავლური ბეგრაუნდის მიუხედავად, აფხაზებისთვის ყოველთვის მისაღები პერსონა იყო მოლაპარაკებების დროს. ასე რომ, ცალსახად რამის თქმა ძნელია, ერთ რამეში კი გეთანხმებით: მომავალი პრეზიდენტი, რა უფლებებითაც არ უნდა იქნეს ის წარმოდგენილი, აუცილებლად მისაღები უნდა იყოს როგორც აფხაზებისთვის, ისე ოსებისთვის და, რა თქმა უნდა, რუსეთისთვისაც. სხვანაირად,  ამ უკიდურესად გართულებული ურთიერთობების დარეგულირება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება" - დასძენს ხუხაშვილი..