
ანი ნადარეიშვილი: ახალაიები „ქართულ ოცნებას“ არ გაურიგდებიან
12:56:45     25-04-2013
ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის მტკიცებით, დათა და ბაჩო ახალაიები „ქართულ ოცნებას" არასდროს გაურიგდებიან.
„არც დათა და არც ბაჩო, არასოდეს არ გაურიგდება „ქართულ ოცნებას" , ან ვინმეს საერთოდ. ეს აბსურდია. პროკურატურის მხრიდან, არანაირ ლმობიერებას არ ვხედავ; პირიქით, 4 პატიმრობა აქვს ბაჩოს შეფარდებული.
ერთ-ერთ საქმეზე, სადაც იურიდიულად შესაძლებელი იყო, დავაყენეთ შუამდგომლობა და პროკურორმა თავი გაიგიჟა, არაო. რაც შეეხება დათაზე გაკეთებულ განცხადებას, ეს ჩვეულებრივი კომენტარია, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია, რომ თუ პირი მასზე უფრო დიდი თანამდებობის პირზე მისცემს ჩვენებას, მასთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება. ეს არის და ეს", - განაცხადა ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა.