კოტე კუბლაშვილი: არ შეიძლება, ხელისუფლების ცვლილებას, სასამართლოს ცვლილებაც მოჰყვეს

  12:09:16     25-04-2013

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის,  კოტე კუბლაშვილის განცხადებით, პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილებებთან ერთად,  სასამართლო ხელისუფლებაში ცვლილებების განხორციელება ცუდი პრეცენდენტია..

„ვეტო,  პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილებაა და განურჩევლად იმისა, თუ რას ფიქრობს  უზენაესი სასამართლო, პარლამენტი თუ მთავრობა.  პრეზიდენტს აქვს უფლება ,ის გამოიყენოს და ვეტო დაადოს ნებისმიერ კანონპროეტს,  თუ ამას საჭიროდ ჩათვლის. ამიტომ, ვერც ერთი ხელისუფლების წარმომადგენელი,  ვერც სასამართლო და ვერც აღმასრულებელი,  ვერ ჩაერევა პრეზიდენტის მიერ,  ამ უფლების გამოყენებაში.

პირადად ჩემი მოსაზრება არის ის, რომ არ შეიძლება პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილებას მოჰყვეს,  სასამართლო ხელისუფლების ცვლილებაც.  ეს, არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ ხდება. თუკი,  საქართველოში ასეთი რამ მოხდება, ეს იქნება ძალიან ცუდი პრეცენდენტი და გამოიწვევს იმას, რომ ყოველი ახალი ხელისუფლება ისევ შეცვლის სასამართლოში ვიღაცას.

აღნიშნული პრეცენდენტის არდაშვებაზე იყო საუბარი, როცა  ჩვენ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით სამართლებრივი შენიშვნები გვქონდა და რაც ვენეციის კომისიამ გაიზიარა. ვენეციის კომისიამ თქვა ისიც, რომ გარდამავალ პერიოდში შესაძლებელი იყო რაღაც გამონაკლისების დაშვება.  თუმცა,  წარმოდგენილი ცვლილებების პაკეტი,  არა მხოლოდ მცირე გამონაკლისებს უშვებს, არამედ სისტემის თითქმის სრულ ცვლილებებს წარმოადგენს.

 ამიტომ,  ვფიქრობ, რომ პარლამენტის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში,  ვენეციის კომისიის დასკვნა,  მხოლოდ ნაწილობრივ არის ასახული", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.

 კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ  „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი, რომელიც პარლამენტმა წარმოადგინა და რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ვენეციის კომისიის დასკვნას მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს.