ქრთამის აღების ფაქტზე პოლიციელი დააკავეს

  00:51:05     25-04-2013

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე,  აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციის კაპიტანი, 1981 წელს დაბადებული დემურ დ. გამოავლინეს.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დემურ დ-მ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, რომლის მიმართაც ინტერპოლი გადამოწმებას აწარმოებდა, 500 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ დახმარება აღუთქვა.

ქრთამის ასაღებად დემურ დ-მ მეგობარი დაიხმარა. შსს-ს გენერალური ინსპექციის მოკვლევის საფუძველზე დაკავებულია ქრთამის აღებაში ბრალდებული პირიც და მისი მეგობარიც.

სისხლის სამართლის საქმე 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.