ბოსტონელი იმამი ტერორისტის დაკრძალვის ცერემონიალის ჩატარების წინააღმდეგია

  23:31:22     24-04-2013

ბოსტონელმა იმამმა უარი თქვა ტამერლან ცარნაევის დაკრძალვის ცერემონიალის ადგილობრივ მეჩეთში ჩატარებაზე. ის ამბობს, რომ გადაწყვეტილებას რელიგიურ ავტორიტეტებთან კონსულტაციის შემდეგ გაივლის. იმამის აზრით, საკითხი რთული გადასაწყვეტია, რადგან ახალგაზრდას ბევრი საშინელი საქმეები აქვს ჩადენილი.

ხელისუფლებამ მალევე გადასცა ნათესავებს დაღუპულის ცხედარი. ჯერჯერობით საუბარია რ არის ცხედრის დაღესტანში გადასვენებაზე, სადაც „ბოსტონელი ტერორისტის“ ოჯახი ცხოვრობს. ცნობილია, რომ დაზვერვის ფედერალური ბიუროს აგენტები უკვე გაესაუიბრნენ მახაჩკალაში ტამერლანის დედას და უმცროსი შვილის ნახვის უფლება მისცეს, რომელიც ჯერ კიდევ საავადმყოფოშია და გამომძიებელთა კითხვებს წერილობით პაუსოხბს, რადგან დაკავებისას მირებული მძიმე ჭრილობების გამო საუბარი არ შეუძლია.

ტამერლან და ჯოხარ ცარნაევებმა ბოსტონის მარათონზე აფეთქებები მოაწყვეს, რომელსაც 3 ადამიანი ემსახვერპლა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. ორივე ძმა სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. ტამერლანი დაკავების მომენტში ურთიერთსროლებისას დაიღუპა, 19 წლის ჯოხარი კი დაიჭრა. მისი სასამართლო 30 აპრილისთვისაა ჩანიშნული. კანონის თანახმად მას სიკვდილით დასჯა ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ჯოხარს ბრალად მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება აქვს წაყენებული.