ცხინვალი საქართველოს სამხედრო დანაშაულებში სდებს ბრალს
22:01:40     24-04-2013
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პროკურატურამ სისხლის სამართლის
საქმე აღძრა 2008 წელს მოქალაქეების მკვლელობისა და უგზო-უკვლოდ დაკარგვის ფაქტებზე.
ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა მერაბ ჩიგოევმა განაცხადა და აღნიშნა, რომ შესწავლილია
საქმე „საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის“ შესახებ, ასევე იმ დანაშაულებებზე,
რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტისას იქნა ჩადენილი.
„ეს არის მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, ჭრილობები, რომლებიც ჩვენმა მოქალაქეებმა
მიიღეს აგრესიის მოგერიების დროს, ასევე უდოდესი მორალური ზიანი, რომელიც ჩვენს რესპუბლიკას
მიადგა, კერძოდ, საცხოვრებელ სექტორს. დამწვარია რამდენიმე ასეული კერძო სახლი, ათობით
კორპუსი დანგრეულია“ - განაცხადა მან.
ე.წ. გენპროკურორმა განაცხადა, რომ ამ მასალების შესწავლისას მისი ყურადღება მიიპყრო
იმან, რომ 2008 წელს მომხდარი ზოგიერთ ფაქტზე ცხინვალელ სამართალდამცველებს ყურადღება
არ მიუქცევიათ. „კერძოდ, ეს ჩვენი მოქალაქეების უგზო-უკვლოდ დაკარგვის ფაქტებს ეხება“
- განაცხადა მან. ჩიგოევი აცხადებს, რომ მის უწყებას აქვს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი დაკარგული, გვარად
იკაევი 2 კვირის მანძილზე თბილისის სიახლოვეს სამხედრო ბაზაზე ჰყავდათ.
ჩიგოევი რამდენიმე გვარს თვლის და ამბობს, რომ თითქოსდა,
ევროკავშირის ექსპერტებმაც დაადასტურეს, რომ ეს ადამიანები საქართველოში იმყოფებოდნენ.
მისი თქმით, ეს ფაქტები გაერთიანდება საქმეში, რომელიც 2008 წელს „სამხრეთ ოსეთზე საქართველოს
თავდასხმის ფაქტზე“ 15 აპრილს აღიძრა აღიძრა.