კახა კუკავა „ოცნების“ კანდიდატის ლობირებაში, სუბარს ადანაშაულებს

  12:53:57     24-04-2013

ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი,  კახა კუკავა „ქართულ ოცნებას“ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში,  ღიად ადანაშაულებს.  ამის შესახებ,  საქმის კურსში,  მან საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსი ჩააყენა.

 პარტია  „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი და მაჟორიტარობის  კანდიდატი აცხადებს, რომ მის კონკურენტ თამარ  კორძაიას, რომელიც „ქართული ოცნების“   კანდიდატია,  ივანიშვილის პარტია პირდაპირ ლობირებს.

   ამის გარდა, როგორც ერთერთი ოპოზიციონერი კანდიდატი აცხადებს, „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს და კანდიდატს სახელისუფლებო დონეზე ლობირებს. მეტიც, როგორც კახა კუკავა აცხადებს, ,,თამარ კორძაიას საარჩევნო შტაბს კურირებს და  კორძაიას შატბში რომ გაიაროთ, იქ დაგხვდებათ  მოქმედი სასჯელ–აღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი.“

კახა კუკავა შესაბამის ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.  ისე კაცმა რომ თქვას, მინისტრს, რომელსაც  უწყებაში რამდენიმე ათეული პატიმარი  გაფიცული ჰყავს, ხოლო რამდენიმე ათეული თანამშრომელი  უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს,  „ქართული ოცნების“ კანდიდატის დევნისთვის არ უნდა ეცალოს.