
„ლიბერალი“ თანამშრომლის დაკავებას ეხმაურება
12:23:47     24-04-2013
„ირაკლიმ მეგობრისგან ამანათი მიიღო, სადაც სავარაუდოდ, მარიხუანა აღმოჩნდა. ირაკლიმ არაფერი იცოდა იმის შესახებ, თუ რა იდო ამანათში. ფოსტიდან წერილი იმის შესახებ, რომ ირაკლის სახელზე ამანათია მოსული, რედაქციაში დაახლოებით 6 დღის წინ მოვიდა.
ირაკლი "ლიბერალის" პოლიტიკის განყოფილების რედაქტორია, მისი სტატიები ყოველთვის გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით და საინტერესო, ღრმა ანალიზით.
ჩვენ გვეამაყება, რომ ირაკლი ჩვენი თანამშრომელი და მეგობარია.
იმედი გვაქვს, ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე შეძლებს თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას“,- აღნიშნულია განცხადებაში.
„ლიბერალის" პოლიტიკის განყოფილების რედაქტორი, ირაკლი აბსანძე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გუშინ დააკავეს.
როგორც მისი ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ამბობს, ირაკლის ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც ნარკოტიკების შეძენა– შენახვა– გადატანას გულისხმობს და 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.