ლავროვი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს და ურჩევს: რაში გჭირდებათ ნატო...

  22:16:24     23-04-2013

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერ ნაბიჯს, რომლის მიზანიც ორი ხალხის ურთიერთობაში კომფორტის შემქმნელი იქნება.

ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უპირველეს ყოვლისა, ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება უფრო კომფორტული იქნება, თუ გნებავთ, უფრო მისარები იქნება ქართველი ხალხისთვის“ - განაცხადა მან.
ამასთან, ლავროვმა პიობა დადო, რომ მოსკოვი განავიტარებს ეკონომიკური და ჰუმანიტარულ კავშირებს და უპასუხებს ნაბიჯებს, რომლებიც ორი ხალხის ნორმალურ ურთიერთობას შეუწყობს ხელს.

თუმცა... ლავროვმა კვლავ უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა საქართველოს ნატოსკენ სწრაფვისადმი და განაცხადა, რომ არ ესმის, რაში სჭირდება საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი.

ის თვლის, რომ მნიშვნელოვანია არა ნატო-ს გაფართოება, არამედ მასშტაბური უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მისივე თქმით, საქართველოს  და ნებისმიერი სხვა ევროპული ქვეყნის უსაფრთხოება მოგებული იქნება, თუკიგამყოფი ხაზები, განსაკუთრებით სამხედრო ბლოკებს შორის გამყოფი ხაზები ლიკვიდირებული იქნება და თუ ყველა ქვეყანა ისარგებლებს უსაფრთხოების თანაბარი გარანტიით.