ივანიშვილი: „ტუპიკში“ შესვლა იყო ძალიან იოლი

  14:59:23     23-04-2013

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,  ვერც ევროსაბჭოს ტრიბუნიდან დამალა  მთავარი ოცნება. 

როგორც ბიძინა ივანიშვილმა,  ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხული სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,  მისი და მისი გუნდის, ოცნებაა, რუსეთთან ურთიერთობების დალაგება. 

ივანიშვილი: ჩემი და ჩემი გუნდის დიდი ოცნებაა, რომ რუსეთთან ურთიერთობები დავალაგოთ და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. არ მაქვს ილუზია, რომ ეს შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს, მაგრამ „ტუპიკში“ შესვლა იყო ძალიან იოლი, იქედან გამოსვლა კი მარტივი არ არის. ამას კარგად ვაცნობიერებთ, მაგრამ ჩვენ, დიპლომატიური, სწორი გამონათქვამებითა და ქცევებით, აუცილებლად მოვახერხებთ ამას.