
ივანიშვილი, სტრასბურგში სიტყვით გამოვა
13:45:21     23-04-2013
რამდენიმე წუთში, სტრასბურგში
ბიძინა
ივანიშვილი
სიტყვით
გამოვა. „ნაციონალურ მოძრაობაში" იმედოვნებენ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ ვიწრო პარტიულ, არამედ საქართველოს ინტერესებს დაიცავს.
„ჩემი იმედი, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის, არის ის, რომ თვეების შემდეგ მაინც გააცნობიერებს პრემიერ-მინისტრი თავის როლს. ევროსაბჭოში ის წარმოადგენს არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიას, არამედ საქართველოს სახელმწიფოს. იმედი მაქვს, მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა, იგი მოგვევლინება საქართველოს ინტერესების დამცველად და არა პარტიული ბრძოლით დაბრმავებულ, ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მიმდევარ პოლიტიკოსად.
ასევე, ჩემი იმედია, რომ ყურადღებით მოეკიდება კითხვებს და დისკუსიას, რომელიც გაიმართება", - განაცხადა სტრასბურგში მყოფმა, ქართული დელეგაციის წევრმა, საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა.