
მანანა მანჯგალაძე: არანაირი დაპირისპირება, არანაირი პარტიიდან წასვლა ...
12:41:51     23-04-2013
„არანაირი დაპირისპირება, არანაირი გუნდიდან გამიჯვნა, არანაირი პარტიიდან წასვლა არ არის"- აღნიშნული განცხადება, პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ, შიდა ქართლის გუბერნატორის ანდრო ბარნოვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნისა და დავით ტყეშელაშვილის აშშ-ში გამგზავრების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.
მანჯგალაძე: ვადასტურებ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად, ანდრო ბარნოვი დაინიშნა. რაც შეეხება ბატონ დავით ტყეშელაშვილს, ის მუშაობას განაგრძობს ერთ-ერთი პრესტიჟული ამერიკული უნივერსიტეტის იურიდიულ სკოლასთან არსებულ, საერთაშორისო და შედარებითი სამართლის ცენტრის დირექტორად.
ამ ინფორმაციის შესახებ ვიცოდით, ჯერ კიდევ 2012 წლის გაზაფხულზე. ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწყვეტილება ამის თაობაზე მიღებული იყო, როგორ შედეგებით დასრულდებოდა ოქტომბრის არჩევნები. არანაირი დაპირისპირება, არანაირი გუნდიდან გამიჯვნა, არანაირი პარტიიდან წასვლა, აქ არ არის", - განაცხადა მანჯგალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად, ანდრო ბარნოვის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია, გუშინ გავრცელდა. დღეს კი, აღნიშნული ინფორმაცია, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
დავით ტყეშელაშვილი, ადმინისტრაციას 2010-2013 წლებში ხელმძღვანელობდა. იგი პროფესიულ საქმიანობას, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტის საერთაშორისო და შედარებითი სამართლის ცენტრის დირექტორის პოზიციაზე განაგრძობს.
საქართველოს პრეზიდენტმა, დავით ტყეშელაშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. ანდრო ბარნოვს კი, ამ დრომდე შიდა ქართლის რეგიონში, პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობა ეკავა.
ბარნოვის სავარაუდო შემცვლელის შესახებ ინფორმაცია, ამ დრომდე არ ვრცელდება.