
ბიძინას მთავრობა, პოლიტიკური ნიშნით ასაქმებს ხალხს
19:17:41     22-04-2013
არასამთავრობო ორგანიზაციამ, "სამართლიანი არჩევნები", არჩევნების შემდგომი პროცესებისა და დასაქმების შესახებ,მონიტორინგის მესამე ანგარიშს აქვეყნებს.
კვლევა მოიცავს შედეგებს, თვითმმართველობებში მომხდარი პოლიტიკური და საკადრო ცვლილებების შესახებ. აღნიშნული მონიტორინგის შედეგები, „სამართლიანმა არჩევნებმა“, ფრაქციებსა და პოლიტიკურ პარტიებთან ერთად განიხილეს. არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" მიერ, კვლევა ჩატარდა სამოცდაცამეტივე მუნიციპალიტეტში და ეს კვლევა, ძირითადად მოიცავს 2013 წლის თებერვლამდე პერიოდს.
მონიტორინგით დადგინდა, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, მთელი საქართველოს მასშტაბით თანამდებობა დატოვა 50-მა გამგებელმა და 25 საკრებულოს თავმჯდომარემ. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, კვლევაში ნათქვამია, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან, 2013 წლის 1 თებერვლამდე სამსახურიდან გათავისუფლდა 1877 თანამშრომელი. გარდა გამგეობებისა და საკრებულოებისა, გათავისუფლდნენ საბავშვო ბაღებში და ასევე სახანძრო სამაშველო სამსახურებშიც.
ახალი თანამშრომლების სამსახურში მიღების მონიტორინგის შედეგად, დადგინდა და ანგარიშში ნათქვამია, რომ თვრამეტ მუნიციპალიტეტში, გამოიკვეთა პოლიტიკური ნიშნით, ადამიანების სამსახურში მიღების ფაქტი და მხოლოდ ექვს მუნიციპალიტეტში მოხდა კონკურსის გამოცხადება.