
საჯაია: საპრეზიდენტო არჩევნებში, ჩვენს კანდიდატს, გამარჯვების შანსი აქვს
15:21:57     22-04-2013
მარიამ საჯაია: საქართველოში, პოლიტიკური რეალობა და პროცენტული მაჩვენებებლები, სწრაფად შეიძლება შეიცვალოს
დეპუტატი მარიამ საჯაია, მიიჩნევს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებში, საკმაოდ რეალური შანსები აქვს. აღნიშნული განცხადება, საპარლამენტო ოპოზიციის ერთ–ერთმა წარმომადგენელმა, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI_ს კვლევების კომენტირებისას გააკეთა.
მისი თქმით, მოსახლეობის 56% "ნაციონალურ მოძრაობას" რეალურ ოპოზიციურ ძალად მიიჩნევს, რაც მისასალმებელია.
საჯაია: ჩვენ, ეჭვქვეშ არ ვაყენებთ NDI-ს კვლევების ობიექტურობას. ფაქტია, რომ მოსახლეობის 56% „ნაციონალურ მოძრაობას", რეალურ პოლიტიკურ ძალად აფასებს.
საქართველოში პოლიტიკური რეალობა და პროცენტული მაჩვენებებლები სწრაფად შეიძლება შეიცვალოს, ამიტომაც საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენს კანდიდატს, ვფიქრობ, რომ გამარჯვების რეალური შანსი აქვს.
ამ კვლევამ, კიდევ ერთხელ აჩვენა ის რეალური პრობლემები, რომელიც საზოგადოებას აქვს და აჯობებს ხელისუფლებამ იფიქროს მის მოგვარებაზე.