ციხეში მაყურებლები „ბრუნდებიან“, სუბარი ანეკდოტების ხასიათზეა

  11:36:49     22-04-2013

ქუთაისის ციხის ყოფილი მთვარი ექიმი მამუკა მდივანი აცხადებს, რომ  ქუთაისის ციხეში სრული უკონტროლობაა. ექიმი ირწმუნება, რომ სისტემაში ე.წ. „მაყურებლები“ ბრუნდებიან და ადგილი აქვს ობშიაკის აკრეფვის ფაქტებსაც.

გაზეთ „კვირის ქრონიკისთვის“ მიცემულ სკანდალურ ინტერვიუში, მდივანი აცხადებს, რომ მას პატიმარი „ბრიტვით“ დაადგა თავზე. „გეგუთის კოლონია ნინიას ბაღს“ უფრო გავს ვიდრე ციხეს“,– ამბობს ექიმი.

მამუკა მდივანმა, სისტემა მიმდინარე წლის 11 აპრილს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, წამოსვლამდე კი გეგუთის ციხეში მიმდინარე პროცესებზე სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარს მიაწოდა ყველა ინფორმაცია, თუმცა,  მდივანის განცხადებით, მინისტრისგან პასუხად, მხოლოდ ანეკტოტი მოსიმინა.

„მე გიდასტურებთ, მთელი პასუხიმგებლობით, რომ „მაყურებლები“ ბრუნდებიან სისტემაში, რაც ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს. სასჯელაღსრულების ახალმა შემადგენლობამ იპოვა იოლი გამოსავალი, ეს არის საშინელება. ქუთაისის ციხე, ისევე როგორც სხვა დაწესებულება ბარდება პატიმრებს და ბრუნდება „მაყურებელი“. ყველანაირი უფლება მისცეს და ხელ-ფეხი გაუხსნეს მისჯილებს, რომ მათი მდგომარეობა შეამსუბუქონ და წყნარად ჰყავდეთ ადგილებზე.

ჩემმა კოლეგებმა მითხრეს, რომ შეინიშნება „საერთოს“ აკრეფვის ფაქტებიც... სუბარი სუსტი მინისტრი აღმოჩნდა. სასჯელაღსრულებაში ძალიან ცუდი ვითარებაა, ვერ კრებს გუნდს, რომ დაამყაროს წესრიგი, არც გამოცდილება აქვს და არც იცის სისტემა“ - ამბობს ქუთაისის ციხის ყოფილი მთავარი ექიმი.